logo_geo
eng_logo
ხულოში, შავნაბადას მთაზე დაკვამლიანება კვლავ შეინიშნება
- +

14 სექტემბერი. 2017. 14:42


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხულოში, შავნაბადას მთაზე, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი იყო, დღეს დაკვამლიანება ისევ შეინიშნება.


უწყების ცნობით, ხანძრის კერები არ არსებობს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.


ხულოში ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შორის ავიაციით ებრძოდნენ. საბოლოოდ, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner