შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხულოში, შავნაბადას მთაზე, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი იყო, დღეს დაკვამლიანება ისევ შეინიშნება.
უწყების ცნობით, ხანძრის კერები არ არსებობს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.
ხულოში ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შორის ავიაციით ებრძოდნენ. საბოლოოდ, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.