logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე „ნაციონალებს": გირჩევთ, ტრენინგი გაიაროთ რეგლამენტის ნორმებში
- +

13 აპრილი. 2016. 18:54

 

 

პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურჩევს, პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ტრენინგი გაიარონ ან რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხონ, ვინც საპროცედურო წესებში კარგად ერკვევა.



დღეს რეგლამენტის თანახმად, რეგლამენტის დაცვით, მისი 137-, 138-, 159- მუხლების გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გამოვყავი 30 წუთი განცხადებებისათვის. არავითარი შეთანხმება ბიუროს სხდომაზე განცხადებებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ იმის მიხედვით, რა დრო დასჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის განხილვის დასრულებას, გადაწყდებოდა, გაგრძელდებოდა თუ არა დრო განცხადებებისთვის, ხოლო ამის გადაწყვეტის უფლება ერთპიროვნულად აქვს სხდომის წამყვანს. აქედან გამომდინარე, მე დღეს სრულიად ლეგიტიმურად მქონდა უფლება იმისა, რომ დრო არ გამეგრძელებინა და საკითხი არც კენჭისყრაზე დამესვა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამ მოთხოვნას აყენებდით, გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ თავზე არ ავიღე, საკითხი კენჭისყრაზე დავსვი და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით მივიღე. ამის შემდეგ გამომსვლელებისთვის მიცემულ იქნა კანონით განსაზღვრული დრო და აქ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვერც ერთ საყვედურს მე ვერ მივიღებ იმ ძალისგან, რომელიც დღეს მხოლოდ დესტრუქციით, სხდომის ჩაშლით, კანონის დარღვევით, რეგლამენტის დარღვევით იყო დაკავებული", - მიმართა მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.



პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განცხადებებისთვის კიდევ ნახევარი საათის დამატება, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, კამათისა და დაპირისპირების თემად იქცა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner