logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: პეტრიაშვილი ნიღაბჩამოცლილია!
- +

14 სექტემბერი. 2017. 18:05


 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაუთავებელი ბრალდება, რომ მე ხელისუფლების პროექტი ვარ, დასრულდა!!!

 

მე ბოლომდე ვიბრძოლე არა სკამისთვის, არამედ სიმართლის გამოსააშკარავებლად!

 

პეტრიაშვილი ნიღაბჩამოცლილია!

 

სასამართლოში სარჩელია შეტანილი, დღეს უკვე საზოგადოება ერთვება პროფკავშირების დაცვაში.

 

მე ვერ მივიღებ მონაწილეობას იმ პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სივრციდან არის გასული...

 

მე არ გავხდებოდი ამ ფარსის მონაწილე!!! დღეს პეტრიაშვილმა ყრილობაზე მოწვეულ 40 ქვეყნის პროფკავშირის ლიდერს მიმართა და უთხრა, რომ ჩვენი სახელმწიფო უნგრევს თავისუფალ პროფკავშირებს!

 

მე არ მივეცი მას საშუალება, კიდევ ერთხელ უსაფუძვლო ბრალდებებით დაეშანტაჟებინა სახელმწიფო..." - წერს ოქიტაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner