logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
- +

14 სექტემბერი. 2017. 18:18



მთავარმა პროკურატურამ მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადების შესწავლა დაიწყო.


რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება უწყებამ ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, როგორც „ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, თუ განცხადების შესწავლის პროცესში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიებას დაიწყებენ.


„აღნიშნული განცხადება შემოტანილია პროკურატურაში. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა. თუ შესწავლის პროცესში იქნება დანაშაულის ნიშნები, დავიწყებთ გამოძიებას", - განაცხადეს პროკურატურაში.


როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" საქმიანობით დაინტერესდეს.


როგორც აფბა-ს წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა ბურჭულაძის საარჩევნო კამპანიისას ფონდიდან მილიონობით ლარი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner