უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს „შეგინის" გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეში ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი გადასცეს.
სამართალდამცველების თქმით, საყვარელიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლის შედეგად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გარღვევა მოხდა. მათივე თქმით, საყვარელიძემ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს.
„ახალი ძალების მოძრაობის" პრესმდივნის ინფორმაციით, ლვოვის ოლქის პოლიციის თანამშრომლები იმ რესტორანში მივიდნენ, სადაც დავით საყვარელიძე სადილობდა.