logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: მეხანძრე-მაშველი და მისი პროფესია დღეს ისეა დაფასებული, როგორც არასდროს!
- +

15 სექტემბერი. 2017. 00:36


„მეხანძრე-მაშველების კეთილდღეობა და მათ შორის, მატერიალური წახალისება, პირველ რიგში, შსს-ს ინტერესია. ვიდრე მავანნი „გულშემატკივართა პოზიციიდან" კამპანიას ააგორებდნენ, უკვე არსებობდა პოლიტიკური ნება, გაცხადდა კიდეც ამის თაობაზე, ასობით მეხანძრე-მაშველისთვის სოლიდური საპრემიო თანხის აკუმულირებაც მოხდა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაც დაიწყო, მათ შორის, თანხების ეტაპობრივად დარიცხვა", - ამ სიტყვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, რომელიც  მეხანძრე-მაშველებისთვის პრემიების გადაცემას მოითხოვს.


„საერთოდ, მაპატიეთ, მაგრამ ეს „გულისტკივილი", რომელიც ძალიან ჰგავს ყალბს, ახლა სრულიად ზედმეტია. განსხვავებით მრავალწლიანი წარსულისგან, მეხანძრე-მაშველი და მისი პროფესია დღეს ისეა დაფასებული, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სულ უფრო ხშირად გამოთქვამს სურვილს, შეუერთდეს ამ გმირი, მამაცი ბიჭების რიგებს.

 

შარშან პირველად, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს მეხანძრეებსა და მაშველებს წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატები დაუწესდათ, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიები კი პოლიციელებისას გაუთანაბრდა.

 

რა თქმა უნდა, ის, რაც გაკეთდა, მათი შრომის დაფასებისთვის ჯერ კიდევ არაა საკმარისი. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი - კეთდება და გაკეთდება კიდევ უფრო მეტი!" - წერს პერტაია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner