logo_geo
eng_logo
ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა
- +

15 სექტემბერი. 2017. 12:56


ლონდონის მეტროპოლიტენის სადგურ „პარსონს-გრინზე" აფეთქება მოხდა. გაზეთ „Metro"-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავებულია, მათ სახის დამწვრობა მიიღეს. აფეთქდა ვაგონის ბოლოში მდებარე თეთრი კონტეინერი.


ქალაქის პოლიციამ დაადასტურა ლონდონის მეტროში მომხდარი „ინციდენტი". დეტალებს სამართალდამცავები ჯერჯერობით არ აზუსტებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner