ლონდონის მეტროპოლიტენის სადგურ „პარსონს-გრინზე" აფეთქება მოხდა. გაზეთ „Metro"-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავებულია, მათ სახის დამწვრობა მიიღეს. აფეთქდა ვაგონის ბოლოში მდებარე თეთრი კონტეინერი.
ქალაქის პოლიციამ დაადასტურა ლონდონის მეტროში მომხდარი „ინციდენტი". დეტალებს სამართალდამცავები ჯერჯერობით არ აზუსტებენ.