ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებას ადგილობრივმა პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა. მათი ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.
თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ლონდონის სატრანსპორტო პოლიცია მუშაობდა, ახლა კი საქმეში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.