logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული
- +

20 თებერვალი. 2016. 14:55



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისეთ საქართველოს ნატრობს, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ.




მე არათუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. თუ ეს სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ის ქვეყანა, რომელშიც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა უპირველეს ყოვლისა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ.

სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ეს ახალი რეალობა ვერ აღიქვა და მათ ცოტა უხერხული სიტუაციაც კი შეექმნათ. ბევრი მათგანი აგრძელებს ისევ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება, ალბათ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არანაირი რისკი იმას არ ემუქრება, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან თანმიმდევრული, ასეთი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ გრძნობებსა და ემოციებზე მაღლა, რადგან ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვავქს ამაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner