logo_geo
eng_logo
ხახაბოს მთაზე, ნახანძრალიდან მოშორებით, ახალ ტერიტორიაზე ხანძარია
- +

15 სექტემბერი. 2017. 16:50



თუშეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ხახაბოს მთაში ხანძარი კვლავ რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ნახანძრალიდან მოშორებით, ახალ ტერიტორიაზე გაჩნდა.


სტიქიის ზონაში ამ წუთებში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.


ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner