logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ხახაბოს მთაზე ახალი კერების წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს
- +

15 სექტემბერი. 2017. 18:37



ხახაბოს მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად თუშეთის მიმართულებით თელავიდან, ყვარლიდან და ახმეტიდან 5 სახანძრო მანქანა დაიძრა.


„ხახაბოს მთის ტერიტორიაზე ცეცხლი დღის მეორე ნახევრიდან გაჩნდა. ამ დროისთვის იქ მყოფი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას. რადგან ცეცხლი მცირე ფართობზეა გავრცელებული, ახალი კერების წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს, თუმცა პრევენციის მიზნით ყვარლის, თელავის და ახმეტის 5 სახანძრო-სამაშველო მანქანა ჩაერთვება ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში. ვფიქრობთ, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ცეცხლის ლოკალიზება ადვილად მოხერხდება", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.


თუშეთში კვლავ ხანძარია. ხახაბოს მთაზე ცეცხლი ნახანძრალიდან მოშორებით, ახალ ტერიტორიაზე გაჩნდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner