logo_geo
eng_logo
„თემურ მახაურის ლიკვიდაციაში სავარაუდოდ, პუტინის დაქირავებული მკვლელები მონაწილეობდნენ!“
- +

15 სექტემბერი. 2017. 21:05



უკრაინულ გამოცემას ამერიკული კერძო სადაზვერვო სააგენტო Stratfor-ის ანალიტიკოსმა სკოტ სტიუარტმა განუცხადა, რომ თემურ მახაურის ლიკვიდაციაში სავარაუდოდ, პუტინის დაქირავებული მკვლელები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ხმაურიანი მკვლელობების საფრთხე უკრაინაში კვლავ დიდია.


როგორც სკოტი ამბობს, ის რომ აფეთქებულ ავტომობილში მსხდომთა ნაწილი ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. მისი მტკიცებით, მთელი სპეცოპერაცია პროფესიონალურად იყო დაგეგმილი და, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.


„უკრაინაში ჯერ კიდევ რჩებიან რუსეთის მტრები. მომხდარის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ ხმაურიანი მკვლელობები გაგრძელდეს, ასე რომ, მათ ვინც კრემლთან არ მეგობრობს, სჯობს, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ" - ამბობს Stratfor-ის ანალიტიკოსი.


შეგახსენებთ, რომ თემურ მახაური 8 სექტემბერს კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner