საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკთან საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით წარსდგა, რომელშიც მან მსოფლიო ბანკთან წარმატებულ ურთიერთობებსა და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
საზეიმო მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა, ასევე დაესწრო და მოხსენება გააკეთა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა.
საზეიმო მიღების მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები, მოისმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიდეომისალმება.
მიღება საქართველო-მსოფლიო ბანკის 25-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი საზეიმო დღის წესრიგის ბოლო ღონისძიება იყო.