logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა
- +

15 სექტემბერი. 2017. 22:58


 

„ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში, ერთმანეთს ემთხვევა, ისევე როგორც, თანხვედრაშია გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით  გამოსვლისას.


მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე რეფორმებზე და მის მნიშვნელობაზე პროდუქტიულობის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.


„ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ავამაღლოთ  ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. მსოფლიო ბანკის და ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია  „ახალი ინოვაციური საქართველო". ამ პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება ინოვაციური ცენტრები, სადაც ადამიანებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ როგორც მოიხმარონ ინტერნეტი და გამოიყენონ ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ჩვენ 2 ათას სოფელში შეგვყავს ფართოზოლიანი ინტერნეტი, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში შევიტანოთ ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მედიცინის, დისტანციური მართვის სერვისები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner