logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია...
- +

15 სექტემბერი. 2017. 22:59


 

„მსოფლიო ბანკი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით  გამოსვლისას.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  პარტნიორობის 25 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით გაძლიერდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.


„ამავე დროს, რეფორმებისთვის აუცილებელია მათი შემდგომი იმპლემენტაცია. ჩვენი ქვეყნის წარმატება სწორედ ისაა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოო ჯამში, კონკრეტულ ნაბიჯებამდე, კონკრეტულ ქმედებებამდე მიგვყავს. ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკთან ერთად ბევრი გაკეთდა. მაგალითად, ბიუჯეტის მხარდამჭერი ბოლო ორი პროგრამის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს მიღება, რაც მნიშვნელოვანი რეფორმაა საბიუჯეტო თანხების სწორად გადანაწილებისა და ეკონომიკაში ინვესტირებისთვის, ასევე, აღსანიშნავია მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ბიზნეს გარემოს შემდგომი სრულყოფა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის შექმნა, ექსპორტის, ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციების კუთხით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.


ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner