logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორმა საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
- +

15 სექტემბერი. 2017. 23:00



გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, ოზურგეთში სოფელ შემოქმედისა და დვაბზუს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს.


„ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ ბავშვებო, მშობლებო და პედაგოგებო. ეს დღე განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ პირველკლასელებო, რადგან თქვენს ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესო ეტაპი იწყება. ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ცოდნისა და სიკეთის მომტანი. ჩემო ძვირფასებო, მთელი გულით  გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს"-  განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.


დღესვე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ შუა ამაღლებასა და სოფელ ზოტში 2 საჯარო სკოლა გაიხსნა.


ახალი სკოლების  გახსნა, ჩოხატაურში,  მოსწავლეებს და პედაგოგებს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მიულოცეს.


როგორც გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა,  4 წლის განმავლობაში გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40-მდე საჯარო სკოლას, აშენდა 3 (სოფელი წიფნარი,ზოტი და შუა ამაღლება) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, მიმდინარეობს 1 ახალი სკოლის შენობის მშენებლობა. 


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. სოფელ შუა ამაღლებისა და ზოტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამიერიდან სწავლას კომფორტულ გარემოში შეუდგებიან".

 

შუა ამაღლების საჯარო სკოლას ძირითადი კორპუსის გარდა, სპორტული დარბაზიც აშენდა. შენობა გათვლილია 120 მოსწავლეზე და პროექტის ღირებულება 2 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს.


ზოტის საჯარო სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება  1 მილიონ ლარს შეადგენს.   ორივე სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner