108 ხმით - არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სულ 4 ადგილი იყო ვაკანტური, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი სულხან სალაძე (104 ხმით) და რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე (108 ხმით) წარადგინეს. სახალხო დამცველმა ვაკანტურ პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე (104 ხმით) დაასახელა. საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი კი კინოდოკუმენტალისტი - ირაკლი პაპავაა (104 ხმით).
ბორდში ოთხი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი 15 მარტს გამოცხადდა.
თავდაპირველად პარლამენტს მეურვეობის 19-მა კანდიდატმა მიმართა. თუმცა ორ მათგანს კომისიამ კონკურსში მონაწილეობაზე უარი პირობების დაუკმაყოფილებლობის მოტივით უთხრა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: