სახალხო არტისტმა იმედა კახიანმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა, რომ ის არჩევნებზე აუცილებლად წავა და ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემს.
„კალაძის მერობის კანდიდატურას სრულიად ვუჭერ მხარს. იმიტომ რომ კახა ბავშვობიდან მახსოვს. მთელი ცხოვრებაა შრომობს. კახას ისეთი ავტორიტეტი და სახელი აქვს შექმნილი, ის ცუდ საქმეს არ გააკეთებს. ის რა ავტორიტეტიც მოიხვეჭა მან შრომით, ქრთამის გამო წყალში ვერ ჩაყრის", - განაცხადა კახიანმა.