logo_geo
eng_logo
იმედა კახიანი: მე ეს მთავრობა მომწონს!
- +

16 სექტემბერი. 2017. 00:12



სახალხო არტისტმა იმედა კახიანმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა, რომ ეს მთავრობა მოსწონს და  საქართველოში რაც კი მთავრობა არსებობდა, ყველას ჯობს.


„რაც მთავრობა არსებობდა ხალხი არასდროს არ იყო ბოლომდე კმაყოფილი რომელიმე მთავრობის. მე ასეთი მთავრობა არ გამიგია. არც წამიკითხავს, არც მოვსწრებივარ და არც მინახავს. ყველაფერი იდეალური არსად არ არის და ალბათ ვერც იქნება. გულწრფელად მინდა მოგახსენოთ, რომ მე ეს მთავრობა მომწონს. რაც კი მთავრობა მინახავს მე მგონი ეს მთავრობა ყველაზე ნორმალური მთავრობაა. სხვა უკეთეს მე არ მოვსწრებივარ. ეს არის მთავრობა, რომელიც ცდილობს და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სიკეთისკენ წავა. რაც შეეხება ოპოზიციას და პოზიციას, ღმერთმა ნუ ქნას რომ ერთად იყო პოზიცია და ოპოზიცია" , - განაცხადა კახიანმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner