გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა. მაკმასტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრებს ლათინური ამერიკის ქვეყნების, ასევე სამხრეთ კორეის, იაპონიის, საფრანგეთის, ისრაელისა და იორდანიის ლიდერებთან გამართავს.
„ოთხშაბათს პრეზიდენტი ტრამპი თურქეთის, ავღანეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან გამართავს შეხვედრას. ბოლო ორი ქვეყანა სუვერენიტეტის შელახვის ობიექტი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.