logo_geo
eng_logo
ტერეზა მეიმ ბრიტანეთში საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდა
- +

16 სექტემბერი. 2017. 02:23



ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის მასშტაბით საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდა. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონის მეტროსადგურში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ მიიღო. სატელევიზიო მიმართვაში ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ქალაქის ქუჩებში შეირაღებული პოლიციელები და სამხედროები გამოჩნდებიან.


„ამ დროისთვის, დაცვითი მოვალეობის შესასრულებლად პოლიციის ოფიცრებს სამხედრო პერსონალი ჩაანაცვლებს. ეს გარკვეულ დაცულ ადგილებში მოხდება, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება" - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner