logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: NDI რომელია?! 2012 წელს რომ გვეუბნებოდა, „ქართულ ოცნებას“ 12% ექნებაო?!
- +

13 აპრილი. 2016. 21:26


 

"NDI -ის კვლევები ეხლა გასაგებია, მაგაზე საერთოდ რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?! NDI რომელია?! 2012 წელს რომ გვეუბნებოდა, "ქართულ ოცნებას" 12% ექნებაო?!" - ასეთ შეფასებას აკეთებს NDI -ის კვლევებზე "აიპრესთან" საუბრისას ვიცეპრემიერი კახა კალაძე.


მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის კვლევების საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ჯერა და არსებობს არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" უპირობო ლიდერი იქნება არჩევნებზე.


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 31%-ის თქმით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს კოალიცია „ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა,5% კი ამბობს, რომ კოალიცია მეორე ადგილს დაიკავებდა. 11% აცხადებს, რომ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებდა, 4% თავისუფალ დემოკრატებს ასახელებს, 5% ამბობს- არც ერთი პარტია, 43%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რესპოდენტების 3%-ზე ნაკლები აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტია გაიმარჯვებდა .


სხვა პარტიებში მოიაზრება „პატრიოტთა ალიანსს", „ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია", „გირჩი", „საქართველოს გზა", „ახალი მემარჯვენეები". კვლევის საველე სამუშაოები, 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება", „რესპუბლიკელები" დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. კოალიცია „ქართული ოცნება" „ეროვნულმა ფორუმმა" დატოვა და აღნიშნული პარტია არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner