ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით იკეტება, რეგიონში "რესპუბლიკის" დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდება და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე "ჩვეულ რეჟიმში" განახლდება.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს". იგეგმება სამხედრო "აღლუმის" გამართვა და კონცერტის ჩატარება.