logo_geo
eng_logo
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ
- +

16 სექტემბერი. 2017. 03:27



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს. 


„ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ", - განაცხადეს სუს-ში.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner