logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტო - მასთან ერთად იყო მისი ოჯახი, პოლიცია!
- +

16 სექტემბერი. 2017. 03:30



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და ცასავით ცისფერი თვალები აქვს... ზოგჯერ ისეთი მძიმე მზერით ამოგხედავს, გგონია, დიდი კაცი გიყურებსო... მამის სახელი ჰქვია... მამის, რომელიც არასდროს უნახავს... ის პოლიციელი იყო და შვილის დაბადებამდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

 

დღეს ზუკას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო - ის სკოლაში პირველად წავიდა. სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტო - მასთან ერთად იყო მისი ოჯახი, პოლიცია. ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. ისინი ერთმანეთით ძალიან ამაყნი იყვნენ, ყველაზე მეტად კი იმით, რომ... პოლიციელი გმირია! ზუკამ იცის, რომ მისი მამა გმირია", - წერს პერტაია.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner