logo_geo
eng_logo
ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ
- +

16 სექტემბერი. 2017. 10:58


თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.


ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მეტყევე და რეინჯერი მუშაობს, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სუსტი ქარია, თუმცა ახალი კერები არ დაფიქსირებულა.


ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner