logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: კიდევ უფრო შევზღუდავთ თურქეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას
- +

16 სექტემბერი. 2017. 13:41



გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაზეთ „Passauer Neue Presse"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია კიდევ უფრო შეზღუდავს ეკონომიკურ თანამშრომლობას თურქეთთან, რათა თურქეთში დაკავებული გერმანიის მოქალაქეების გათავისუფლება მოახერხოს.


„ჩვენ თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო შეზღუდვა მოგვიწევს. ასევე გადავხედავთ რიგ პროექტებს", - განაცხადა მერკელმა.


ანგელა მერკელმა აღშფოთება გამოხატა იმით, რომ თურქეთში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დღემდე გერმანიის უამრავი მოქალაქე იმყოფება.


„ჩვენ დაკავებულებს საკონსულო დახმარებას ვუწევთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, თურქული მხარე რიგ შემთხვევებში ამას აჭიანურებს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.


გერმანიის მთავრობის შეფასებით, თურქეთში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გერმანიის 50-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner