გურჯაანში, ბაკურციხის ტყეში ხანძარი გაჩნდა. გურჯაანის გამგებლის გია გერგიძის ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს და ბუჩქნარს მოეკიდა.
მისივე თქმით, ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ბაკურციხის ტყეში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.