logo_geo
eng_logo
სოფელ ბაკურციხეში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

16 სექტემბერი. 2017. 15:01



გურჯაანში, ბაკურციხის ტყეში ხანძარი გაჩნდა. გურჯაანის გამგებლის გია გერგიძის ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს და ბუჩქნარს მოეკიდა.


მისივე თქმით, ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.


ბაკურციხის ტყეში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner