ნინო კომახიძე NDI-ს კვლევების პოლიტიკურ ნაწილს აფასებს და აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დავით ბაქრაძის დასახელება სულ მცირე, სასაცილოა.
„აი, ბაქრაძე რომაა ყველაზე პოპულარული და ივანიშვილი ყველაზე არაპოპულარული, ამაზე ბევრი ვიცინე.
კიდევ იმაზე, სერგეენკო რეიტინგებში ბოლო ადგილზე რომაა...
პ.ს. დიდ პატივს ვცემ ბაქრაძესაც, სერგეენკოსაც, ენდიაისაც, ყველას, მაგრამ მაინც ძაან ვიცინე და ჰო, მაჟორიტარების ადგილას შემრცხვებოდა და მანდატს თავზე გადავიხევდი.
პ.პ.ს. მაჟორიტარებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იმედია, 2020-ში „რეგიონულ-პროპორციულ" არჩევნებს ჩავატარებთ. და კიდევ- სააკაშვილიც აღარ ამბობს ასე გაჭრით, ხელისუფლებაში ვბრუნდებითო, (20 %-ის ამბავში) და ენდიაის უთხარით ვინმემ. ნახვამდის."