logo_geo
eng_logo
„პეტრო პოროშენკო დონალდ ტრამპთან დონბასში სიტუაციის დარეგულირებას და ქვეყნის რეფორმირებაში აშშ-ის დახმარებას განიხილავს“
- +

16 სექტემბერი. 2017. 16:08



უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას დონბასში სიტუაციის დარეგულირებას და ქვეყნის რეფორმირებაში აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებას განიხილავს.

 

„რა თქმა უნდა, განხილული იქნება ოკუპირებული დონბასის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ასევე ვისაუბრებთ ერთობლივ ტაქტიკაზე, ვინაიდან ეს საკითხი უკვე განხილული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად. ჩვენ ყველაფერი ეს მაღალ დონეზე უნდა შევათანხმოთ", - განაცხადა პეტრო კლიმკინმა.


მისი თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა საკითხებს წამოჭრის ამერიკული მხარე.


21 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს შეხვდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner