logo_geo
eng_logo
ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
- +

16 სექტემბერი. 2017. 23:14


17-24 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) ჩატარდება.


კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ჩვენებები,  მოწვეული კინორეჟისორები და პროდიუსერები მასტერკლასებსა და შეხვედრებს გამართავენ.


პროგრამის მიხედვით, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „WYNDHAM Batumi"-ში,  მასტერკლასს გამართავს გიორგი ოვაშვილი; 16.00 საათზე - გია ყანჩელი, 20 სექტემბერს, 16.00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასს გამართავს რეჟისორი სიდიქ ბარმაკი.


16.30 საათზე კი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი  უმასპინძლებს ფოტოგამოფენას „აბას კიაროსტამი". 22 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან.


23 სექტემბერს,  პროგრამის "შემოქმედებითი ევროპისა" და  „დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელის პრეზენტაცია" მოეწყობა.


ფესტივალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან - ელდარ შენგელაიასთან, რეზო ესაძესთან და ალექსანდრე რეხვიაშვილთან. 


ფესტივალის კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში" და სასტუმრო „Wyndham"-ის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა. კინოჩვენებები ასევე გაიმართება  ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.


კინოფესტივალზე და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ამისთვის კინოთეატრ „აპოლოში" ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა BIAFF ინფო ცენტრში ე.წ. „უფასო ბილეთების" აღება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner