logo_geo
eng_logo
აშშ მინსკის შეთანხმების შესრულების მიუხედავად ანტირუსულ სანქციებს არ მოხსნის
- +

17 სექტემბერი. 2017. 01:22


რუსეთს სანქციები არ მოეხსნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მინსკის ხელშეკრულების პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის რეგულაციის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა განაცხადა.


მისი თქმით, სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია.


„რომც შეასრულოს რუსეთმა მინსკის ხელშეკრულების პირობები, ის ფაქტორი, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში რჩება არსად ქრება. ყირიმის გამო დაწესებული სანქციები, დარჩება", - აღნიშნა უოლკერმა.


აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აგვისტოში განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების ყველა პუნქტის შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების ძირითადი პირობაა.


მინსკის ხელშეკრულებას 2015 წელს "ნორმანდიულმა ოთხეულმა" (რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა) მოაწერა. კერძოდ დოკუმენტში საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე, ჯარების გაყვანაზე, დონბასში არჩევნების ჩატარებასა და რეგიონისთვის კანონიერი სტატუსის მინიჭებაზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner