logo_geo
eng_logo
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
- +

17 სექტემბერი. 2017. 11:23


 

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.


სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ნინოწმინდის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო გამოვლენილი არალიცენზირებული სახერხი საამქროები დალუქეს.


გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner