logo_geo
eng_logo
რუსეთმა სირიაში საერთაშორისო კოალიციაზე ავიაიერიში მიიტანა
- +

17 სექტემბერი. 2017. 12:14



ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ „სირიის დემოკრატიულ ძალებზე" დარტყმები განახორციელა.


პენტაგონის ცნობით, შემთხვევა შაბათს, 16 ოქტომბერს, ქალაქ დეირ-ეზ-ზორში მოხდა.


ავიაიერიშის შედეგად „სირიის დემოკრატიული ძალების" რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. რაიონში ასევე იმყოფებოდნენ მრავალეროვანი კოალიციის სამხედრო მოსამსახურეები. ისინი არ დაშავებულან.


პენტაგონის ბრალდებებზე მოსკოვსა და დამასკოს ჯერ არ უპასუხია.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner