ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ „სირიის დემოკრატიულ ძალებზე" დარტყმები განახორციელა.
პენტაგონის ცნობით, შემთხვევა შაბათს, 16 ოქტომბერს, ქალაქ დეირ-ეზ-ზორში მოხდა.
ავიაიერიშის შედეგად „სირიის დემოკრატიული ძალების" რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. რაიონში ასევე იმყოფებოდნენ მრავალეროვანი კოალიციის სამხედრო მოსამსახურეები. ისინი არ დაშავებულან.
პენტაგონის ბრალდებებზე მოსკოვსა და დამასკოს ჯერ არ უპასუხია.