ხახაბოს ტყეში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივში ცეცხლი ფიჭვნარს უკიდია. მათივე თქმით, ძლიერი ქარისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, ღამის განმავლობაში ახალი კერები არ გაღვივებულა.
სტიქიის ზონაში 24-სათიან რეჟიმში 50-მდე მეხანძრე, მეტყევე და რეინჯერი ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებს ახორციელებს.