logo_geo
eng_logo
ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს
- +

17 სექტემბერი. 2017. 12:19



ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს.


ორი დღის წინ, მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თუმცა, არასრული სიმძლავრით.


ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავებულია 29 ადამიანი.


ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner