ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
ორი დღის წინ, მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თუმცა, არასრული სიმძლავრით.
ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავებულია 29 ადამიანი.
ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.