logo_geo
eng_logo
NATO: რუსეთ-ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნები იმაზე მასშტაბურია, ვიდრე წინასწარ იყო გაცხადებული
- +

17 სექტემბერი. 2017. 13:36



რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნების, „ზაპად 2017"-ის ამსახველი კადრები გაავრცელა. ვიდეოში ლენინგრადის რეგიონში მიმდინარე სასროლო წვრთნები ჩანს.


NATO-ს წარმომადგენლობის განცხადებით, წვრთნები იმაზე გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე წინასწარ იყო გაცხადებული. მათივე თქმით, წვრთნებში არა თუ 12,700, არამედ 100,000-მდე სამხედრო მონაწილეობს და ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ.


სამხედრო წვრთნები „ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და ბელორუსისა და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხე არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner