გერმანიაში, ბავარიის პოლიციამ ქალაქ ტრაუნროიტში დააკავა კაცი, რომელიც რესტორანზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ამ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 მძიმედ დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი შაბათს, გვიან საღამოს მივიდა რესტორანში, სადაც ცეცხლი გახსნა და 2 ადამიანი მოკლა.
დამნაშავე შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.