logo_geo
eng_logo
პარიზის აეროპორტში ერთ-ერთ რეისზე მასშტაბური შემოწმება მიმდინარეობს
- +

17 სექტემბერი. 2017. 14:36

 


პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში, ავიაკომპანია „British Airways"-ის რეისზე უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.


პარიზის აეროპორტის ცნობით, რეისზე BA303 დამატებითი კონტროლი მიმდინარეობს. ამ დრომდე აეროპორტში არ აკონკრეტებენ, თუ რატომ გახდა საჭირო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ამ კონკრეტულ რეისზე.


ერთ-ერთმა მგზავრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველა მგზავრს პირადად ჩხრეკენ, ხოლო მათ ბარგს ძაღლები და კინოლოგები ამოწმებენ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner