პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში, ავიაკომპანია „British Airways"-ის რეისზე უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.
პარიზის აეროპორტის ცნობით, რეისზე BA303 დამატებითი კონტროლი მიმდინარეობს. ამ დრომდე აეროპორტში არ აკონკრეტებენ, თუ რატომ გახდა საჭირო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ამ კონკრეტულ რეისზე.
ერთ-ერთმა მგზავრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველა მგზავრს პირადად ჩხრეკენ, ხოლო მათ ბარგს ძაღლები და კინოლოგები ამოწმებენ.