logo_geo
eng_logo
შავნაბადას მთაზე ტორფის შიდა წვა ისევ გრძელდება
- +

17 სექტემბერი. 2017. 14:39


 

„ხულოში შავნაბადას მთაზე ტორფის შიდა წვა ისევ მიმდინარეობს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.


მათივე ინფორმაციით, ხულოში სოფელ კვატიაში ბუჩქნარი და ბალახი იწვის. ორივე ტერიტორიაზე მაშველები და მეხანძრეები არიან მობილიზებული.


სოფელ კვატიაში ხანძარი გუშინ შენიშნეს. უწყების განცხადებით, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner