„ხულოში შავნაბადას მთაზე ტორფის შიდა წვა ისევ მიმდინარეობს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხულოში სოფელ კვატიაში ბუჩქნარი და ბალახი იწვის. ორივე ტერიტორიაზე მაშველები და მეხანძრეები არიან მობილიზებული.
სოფელ კვატიაში ხანძარი გუშინ შენიშნეს. უწყების განცხადებით, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.