საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხაძარი სრულად ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში ცოცხალი კერები აღარ არსებობს და ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პრევენციის მიზნით მძიმე ტექნიკა ტყის მასივში რჩება. ასევე, მობილიზებული არიან მეხანძრეები, რეინჯერები და მეტყევეები.
შეგახსენებთ, რომ ხახაბოს ტყეში ცეცხლი 15 სექტემბერს გაჩნდა.