ილია მეორე ღვთისმშობლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას სამების ეკლესიაში ჩაატარებს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 20 სექტემბერს ლოცვა 18:00 საათზე, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.