logo_geo
eng_logo
„ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის“ - სპეციალური სერტიფიკატი „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“
- +

20 თებერვალი. 2016. 15:06



„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა" განათლების მე-6 საერთაშორისო გამოფენაში ორგანიზატორებისგან „ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის" სპეციალური სერტიფიკატი მიიღო. გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში" ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზნია,ერთ სივრცეში ხარისხიანი განათლების საერთაშორისო პროვაიდერებს, საზღვარგარეთ სწავლის აგენტებისა და განათლების კონსულტანტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.


„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი" გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა. დამთვალიერებლებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე სხვა საინტერესო შეთავაზებების შესახებ, პრომო გოგონებმა დეტალური ინფორმაცია მიწოდეს. დაინტერესებული პირები უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სახალისო ვიქტორინებშიც ჩაერთნენ.გამოფენის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებსაც უნივერსიტეტისგან სოლიდური საჩუქრები გადაეცემათ.


დამთვალიერებლებს EEU-ს საგამოფენო სტენდთან მაიკლ ჯექსონისა და ჩარლი ჩაპლინის ფორმაში გამოწყობილი მსახიობები მასპინძლობდნენ და სამახსოვრო ფოტოებს საგანგებოდ მოწყობილ წითელ ხალიჩაზე იღებდნენ. „ექსპო ჯორჯიის" მე-11 პავილიონის შესასვლელში კი, ვიზიტორთა განწყობაზე „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის" მუსიკოსებმა იზრუნეს.


განათლების გამოფენა „ექსპო ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა და საქართველოს განათლების სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner